თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს — შენი ბათუმი

თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს.

“ფაქტი, ორთაჭალაში, დირსის დასახლებასთან, დრონით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბოლო წლებში  აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და თანამშრომლების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის პროცესი. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის დრონები.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%96%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a0/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network