საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებს 27 დღის განმავლობაში რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, 27 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.

„12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე, როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *