02:57 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · My Little House in Kostava თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები ·
თბილისში, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო — როგორ უნდა დარეგისტრირდეთ — შენი თბილისი

თბილისის საჯარო ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს ტკბილეულისა და საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის საჯარო ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს ტკბილეულისა და საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა მზადება აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე.

„ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში და წელსაც ჩვენი ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე განახლებული ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის, ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *