ფოტო: Bernard Gagnon / Wikimedia Commons (CC BY 4.0)

თბილისის პროკურატურამ კომპანიის მფლობელს თაღლითობის ბრალი წარუდგინა

გიორგი კაპანაძე
გიორგი კაპანაძე
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა, დადგინდა, რომ დაზარალებული ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებს ჩამოყვანილი თურქი ხელოსნის მონაწილეობით შეასრულებდა.

ხელშეკრულება და ავანსი

მხარეებმა 2025 წლის 3 სექტემბერს ელექტრონულად გააფორმეს მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 12 700 აშშ დოლარი იყო. პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს ავანსის სახით, 70 პროცენტის ოდენობით, კომპანიის ანგარიშზე 23 945,22 ლარი ჩაარიცხვინა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაუწია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ანუ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინა. ეს მუხლი სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

წყარო: ინტერპრესნიუსი

#drpkhakadze #sheniekimi

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. აშუქებს გზების, მშენებლობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემებს თბილისში.