ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგართობა/დასვენება"სახლში ჩემი საყვარელი კუთხე სახატავი ადგილია..." -ექსკლუზიური ინტერვიუ ხატმწერ თამთა თოიძესთან

“სახლში ჩემი საყვარელი კუთხე სახატავი ადგილია…” -ექსკლუზიური ინტერვიუ ხატმწერ თამთა თოიძესთან

“შენი ინტერიერი” თამთა თოიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ… თამთა ფერმწერი და ხატწერის რესტავრატორია, რომლის ნამუშევრები არაერთ ქართულ და უცხოურ კერძო კოლექციებში ინახება… ხატვასთან ერთად თამთა ინტერიერისთვის საჭირო ნივთების შექმნითაცაა დაკავებული…

– თამთა, მოგესალმებით, ხატმწერი ბრძანდებით… როდის დაინტერესდით მხატვრობის ამ უნიკალური მიმდინარეობით?

– გამარჯობა, პროფესიით ვარ ხატწერის რესტავრატორი და ფერმწერი. მთელი ცხოვრებაა, ვხატავ. ეს უფრო ღრმა ბავშვობიდან მოდის და, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.. ის ჩემთვის არის ძალა, რომელიც განცდების და ემოციების გამოსახატად მეხმარება და განსატვირთვად ყველაზე კარგი საშუალებაა. 

– ავეჯის დიზაინიც გყვარებიათ… კონკრეტულად, რას აკეთებთ ამ სფეროში?

– მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ, როდესაც ოჯახი შევქმენი, რესტავრაციის ექსპედიციებში უკვე ვერ ვახერხებდი წასვლას და ამიტომ, ალტერნატიული ვერსიის ძიება დავიწყე. ვფიქრობდი, თუ რისი შექმნა შემეძლო სახლში, რაც ოჯახს თვეებით არ დამაშორებდა… ახალ სახლში გადასვლისას დაგვჭირდა ინტერიერის ნივთები და ძიების პროცესში მივხდი, რომ შემეძლო თავად შემექმნა. თანაც შესაძლებელი იქნებოდა კომერციული სახით მისი რეალიზაცია… პირველი მცდელობა სარკის დიზაინის შექმნა იყო, რაც წარმატებით განვახორციელე, შემდეგ ჟურნალების მაგიდა… ნელ-ნელა სხვადასხვა ნივთს და ინტერიერისთვის განკუთვნილ საგნებს ვაფორმებდი და ვქმნიდი ჩემებურად…

– ხატვის განსაკუთრებული ტექნიკა გაქვთ. როგორ აღმოაჩინეთ თქვენი ნიშა?

– ეკლესიურ ოჯახში გავიზარდე და ხშირად დავყავდი მშობლებს ტაძარში. ტაძრის ფრესკებს ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე, დიდ აღფრთოვანებას და მისტიურ შეგრძნებას მმატებდა მისი ხილვა.. ხატი – სხვა სამყაროში გამავალი რამ არის, ისეთი რაღაც, რაც სიტყვებით არ გამოითქმის და შინაგანად უნდა იგრძნო.. მოკლედ რომ ვთქვა, ის წუთიერი სამყაროდან საუკუნო სამყაროში მიგიძღვება. მისით დაინტერესებული ყოველთვის ვიყავი და მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში და ხატმწერ-რესტავრატორი გავხდი.. 

No photo description available.

– გასაგებია… ძირითადად, სამუშაოდ რა მასალას იყენებთ?

– ხე ისეთი მასალაა, რაც ინტერიერს უმეტესწილად უხდება. ხეში შესრულებული ნამუშევრები ხატწერაშიც უფრო ხარისხიანია და ეს მის სრულყოფილებაზეც მიანიშნებს.. ვცდილობ, ბუნებრივი საღებავები გამოვიყენო, რადგან სახლში ვმუშაობ, სადაც ჩემი პატარა შვილები არიან და მათ გამო ვუფრთხილდები გარემოს… ამავდროულად მინდა, რომ ჩემმა ნამუშევრებმა დროს გაუძლოს და ხარისხიან მასალებს ვიყენებ. პირველ რიგში, სარკეში სანამ ჩემს თავს შევხედავ, ორნამენტების თვალწარმტაც შთაბეჭდილებას ვაკვირდები და მათ სხვნაირ ინტერპრეტაციაზე ვფიქრობ… იდეები ხშირად მომდის ამ დროს თავში.. გიპყრობს და გიზიდავს მისი ფერების იდუმალება.. ეს არის ჩემი ორნამენტების საიდუმლო ხიბლი…

READ  ყველა თანამედროვე საშუალება არსებობს - დაავადების დროული გამოვლენისას შესაძლებელია მისი დამარცხება

– სად შეიძლება დამთვალიერებელმა თქვენ მიერ შესრულებული ხატები იხილოს?

– ჩემი შექმნილი ხატები საქართველოს ბევრ ტაძარში ინახება. არა მარტო საქართველოს ტაძრებში, არამედ კერძო პიროვნებების კოლექციებშიც. ასევე, საზღვარგარეთაც მაქვს გაგზავნილი, სადაც კერძო კოლექციებშია დაცული. ფრესკების რესტავრაციაზე ვმუშაობდი და ეს ძალიან მეამაყება, როდესაც ვიაზრებ თუ რაოდენ დიდ საქმეს შევეჭიდე ექსპედიციებში მუშაობისას.. ისტორიული ნიმუშის აღდგენა განმაცვიფრებლად სხვანაირად განგაწყობს ამ წუთისოფლის მიმართ… სხვანაირად აღიქვამ უკვე სამყაროს… ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი საქმიანობაა ნამდვილად.

– რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია?

– არ შემიძლია ვიარსებო ხელოვნების გარეშე. ეს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ნაწილია, რომელიც განტვირთვასაც და ემოციური გადმოფრქვევის საშუალებასაც მაძლევს.. ეს ხშირ შემთხვევაში სამყაროს სიყვარულის ჩემეული გარდაქმნილი ვერსიაა.. ის, თუ როგორ შეგიძლია, წარმოაჩინო ყოველივე, თუნდაც შეუმჩნეველი დეტალი – ღირსშესანიშავ ხელოვნების ნიმუშად… ჩემი ინსპირაციის წყარო ზოგადად ცხოვრებაა: ოჯახი, ემოციები, ადამიანის მოგონილი ზღაპრები თუ მითოლოგიები…

ჩემს თითოეულ ნამუშევარში ვცდილობ რომ დადებითი განწყობა ჩავდო, რათა ოჯახში, სადაც ის შევა, სიხარული და ბედნიერება შეიტანოს; ვინც ნახავს, სიცოცხლის ხალისი მოემატოს, სიყვარული და ბედნიერება მოუნდეს. ამიტომ, არასდროს ვხატავ, როცა მეტისმეტად დაღლილი ან ცუდ ხასიათზე ვარ. განსაკუთრებით დილას მიყვარს მუშაობა… რაც შეეხება ხატწერას, ეს სულ სხვა სამყაროა და სხვა ტექნიკით იქმნება თითოეული ხატი. ხატის წერა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ, რადგან სანამ წერას დავიწყებ, მანამდე უნდა მოვემზადო სულიერად და ფიზიკურად. ამის გარეშე შეუძლებელია ჩემთვის ხატზე მუშაობა. ხატი თავისი სტრუქტურით დიდად განსხვავდება ჩვეულებრივი ნახატისაგან. ხატში ემოციების გადატანა არ შეიძლება, ხატი ლოცვით და დიდი რუდუნებით იქმნება….

– ინტერიერზეც ვისაუბროგ – გვიამბეთ თქვენს სახლზე…

ამჟამად, მხოლოდ სახლში ვმუშაობ და შესაბამისად, სახელოსნო და გალერეა გაერთიანებული მაქვს. ჩემთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ, თან დაათვალიერონ და იყიდონ ჩემი შემოქმედება. ჩემი საყვარელი კუთხე ჩემი სახატავი ადგილია, სადაც ვთავისუფლდები ყველაფრისგან და მხოლოდ ჩემს შემოქმედებაში ვერთვები თავიდან ბოლომდე.

READ  თერაპიული და გამაძლიერებელი - ვან გოგის ხელოვნების რეპროდუქცია ინტერიერის დიზაინში

– მადლობა საინტერესო დიალოგისთვის!

– ასევე, დიდი მადლობა!

No photo description available.

ავტორი: თაკო არდოტელი, ინტერიერის დიზაინერი და ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებული.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები