ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ხელბარგებში განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (საერთოწონა 150 გრამამდე), ასევე სხვადასხვა დასახელების 497 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტის, 39 გრამი ,,მორფინისა” და,,კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასის და 1 ლიტრიდა 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კეტამინის” მალულად შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ოთხი სამართალდამრღვევის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია




