ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-7 დეკემბერს გაიმართება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-7 დეკემბერს გაიმართება

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ ამირანში 1-7 დეკემბერს გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, გასულ წლებთან შედარებით წლევანდელი ფესტივალი უფრო მცირე მასშტაბის იქნება, რადგან, მათივე განცხადებით, პოლიტიკური მიზეზების გამო, სახელმწიფო სტრუქტურებმა ფესტივალის დაფინანსება გააუქმეს.

“გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ ფესტივალი წელს გაცილებით მცირე მასშტაბის იქნება, ვიდრე გასულ წლებში. ეს ცვლილება გამოწვეულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების გაუქმებით. არაერთი წერილის მიუხედავად, არც კულტურის სამინისტრომ, არც ეროვნულმა კინოცენტრმა და არც თბილისის მერიამ არ გაგვცა ოფიციალური პასუხი, არ მოგვაწოდა კომისიის დასკვნა, რომელშიც დასაბუთებული იქნებოდა მხარდაჭერის გაუქმების მიზეზები. ჩვენი ვარაუდით, ფესტივალის არდაფინანსების მიზეზი პოლიტიკურია.

თბილისის კინოფესტივალი ქვეყნის მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ის ჩამოყალიბდა ძლიერ, დამოუკიდებელ ღონისძიებად, რომელიც ყოველთვის მოქმედებდა ადამიანის უფლებების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედი ადამიანის თავისუფლების, დემოკრატიული მრავალფეროვნების, კულტურის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობისა და ცენზურის დაუშვებლობის პრინციპებით. როგორც ჩანს, მთავრობას აშინებს ამ კულტურული პლატფორმის პროტესტანტული სული და მის განადგურებას ცდილობს.

კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს კი შევახსენებთ, რომ საერთაშორისო კინოფესტივალების მხარდაჭერა მათი ვალდებულებაა, რომელიც კანონსა და დებულებებშია გაწერილი, ასევე, თბილისის მერიის ვალდებულებაა, დააფინანსოს ეტაბლირებული კულტურული ღონისძიება, რომელიც ათასობით მაყურებელს იზიდავს და თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელ შემადგენელ ნაწილად იქცა”. – წერს კინოფესტივალის გუნდი.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა რეჟიმის პატიმრებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჩვენი გუნდი უღრმეს მადლობას უხდის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართველ და უცხოელ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, რომელთა ძალისხმევით ერთმანეთს კინოს ზეიმზე წელსაც შევხვდებით.

ჩვენ ვუერთდებით საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნებს და მოვითხოვთ სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!”. – წერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი.

წყარო

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

READ  თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები