სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება -...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

კერძოდ, გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბათუმსა და თბილისში გამართავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები