სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი პროექტები 2022 წლიდან ხორციელდება და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს.

 

„თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი ახალგაზრდული პროექტი თუ ინიციატივა დაფინანსდა. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. პროგრამას აქვს ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური მიზანი, ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიცი, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. წინა წლებშიც ბევრი მსურველი იყო. მზად ვართ, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ იდეების განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება, როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ისეთი სერვისების შექმნა, რომელთა განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლებიც ახალგაზრდები იქნებიან.

 

„პროგრამის მიხედვით, შესაძლებელია დაფინანსდეს სოციალური მისიის მქონე პროექტები, მათ შორის: მცირე ზომის საწარმოების, ლაბების, შემოქმედებითი სტუდიების, სახელოსნოების, ჰოსტელების, კაფე-ბარების, სასწავლო ცენტრების, გასართობ-სარეკრეაციო ცენტრების შექმნისა და განვითარების მიზნით. ვიწყებთ რეგისტრაციას აღნიშნულ პროგრამაზე, განახლებული პირობებით. კერძოდ,  ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს დაფინანსება 50 000 ლარის ოდენობით. რეგისტრაცია დღეს დაიწყო და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მარტი 18, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები