01:24 💵 USD 2.61 💶 EUR 3.05 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა — შენი თბილისი

ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

ვაკის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის – „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა.
ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს.
როგორც ლომჟას მერმა აღნიშნა, პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობა ლომჟას დღეების აღნიშვნაში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაა, რაც ერთობლივი ღირებული პროექტების განხორციელების წინაპირობაა.
„იმედი მაქვს, რომ მეგობრობა, რომელიც დაიწყო ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, განვითარდება ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ დონეზე“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 606 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო.
გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის სპეციფიკას, ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *