საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პროგრამისთვის 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

თბილისის მერია 2025 წელს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიზნით 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ძვირადღირებული მედიკამენტები, ისე თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი ოთხი მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია დაახლოებით 2 000 საგარანტიო წერილი 341 ბენეფიციარზე. კალაძის თქმით, პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოიხსნა, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

„აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობის შედეგად ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და გაფანტული სკლეროზის მქონე პირებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პროგრამის მიზანია გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *