10:22 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორის — Times Higher Education Impact Rankings 2

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორის — Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მონაცემები

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტების რეიტინგში შეიყვანეს — Times Higher Education Impact Rankings 2025-ის მიხედვით, იგი ჯანმრთელობა და კეთილდღეობის (SDG3) მიმართულებით 201–300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

კვლევა მოიცავდა 130 ქვეყნის 2526 უმაღლეს სასწავლებელს, სადაც თსსუ-მ გამოიჩინა თავი მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების შესრულების მიმართულებით. SDG3 წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს გაეროს მიერ განსაზღვრულ 17 მდგრადი განვითარების მიზანს შორის და მოიცავს ჯანმრთელობის დაცვას, მედიცინის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების კეთილდღეობას.

რეიტინგის შედგენისას შეფასდა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:

  • უნივერსიტეტის წვლილი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში;
  • სამეცნიერო კვლევების ხარისხი და ხელმისაწვდომობა;
  • განათლების როლი და ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული საგნებით;
  • თანამშრომლობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

Times Higher Education Impact Rankings მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სისტემაა, რომელიც უნივერსიტეტების რეალურ სოციალურ გავლენას აფასებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. თსსუ-ს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის საერთაშორისო აკადემიურ რეპუტაციასა და საზოგადოების მიმართ მზარდ პასუხისმგებლობას.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *