12:24 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის ურბანულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური გამოწვევაა. ისწავლეთ, როგორ დაიცვათ თავი კონფლიქტური სიტუაციებისგან და რას უნდა გააკეთოთ საშიშროების შემთხვევაში.

თბილისში, ბინის ქურდობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ბინის ქურდობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშღომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი – მათ შორის, $13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა” და სხვადასხვა ხელსაწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *