თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 9%-იანი ზრდაა. 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 13%-ით გაიზარდა და 1 202 დოლარს შეადგენს.

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში გაყიდვები გაიზარდა, ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების კლება ფიქსირდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, – აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ამასთანავე, მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურად 13%-ით გაიზარდა ფასები. უფრო დეტალურად, 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 064 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრის ზომა წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და 336 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი

 

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ოქტომბერში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-4-178-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network