ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები

თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები

თბილისში მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 9 ტატუს სალონი შემოწმდა, მათგან დარღვევა კი 4-ში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის და ტატუს სალონების შემოწმება.

მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, მიმდინარე წელს 4 ტატუს სალონში გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სანიტარული ნორმების შეუსრულებლობას. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად, ის სალონები, სადაც დარღვევა გამოვლინდა, ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთისთვის არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ჯამში შემოწმდა 7 ტატუს სალონი, რომელთაგანაც სანიტარული ნორმების დარღვევა 2-ში გამოვლინდა. მოგვიანებით, აღნიშნული სალონები ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არც გასულ წელს არ დაწერილა.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ვაკის რაიონის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში — ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალურ და კულტურული ინიციატივები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები