12:10 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
თბილისის საბურთალოს რაიონში ოქტომბერში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გადაუდებელი სამუშაოების გამო. შეზღუდვები ღამისა და დღის საათებში განსხვავებული ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

თბილისში შუქი გაითიშება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, მარკო პოლოს, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), თეიმურაზ I, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *