სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiკიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

„გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული სახლები ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მოხდეს იმ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.  ნაგომარის ქ. N47-ში ორსართულიანი შენობა და ერთსართულიანი ე.წ. ბარაკები მდებარეობს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. მათ დროებით, ქირით გავიყვანთ და მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს ახალაშენებულ, 6-სართულიან კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგაც უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ მშენებლობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები