12:13 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
კრწანისის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ჰარმონიაა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინიციატივით განხორციელებული პროექტი ნიმუშია წარმატებული ურბანული განვითარებისა.

კრწანისის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

კრწანისის რაიონის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები განისაზღვრა ადგილობრივთა მოთხოვნით, სადაც ამხანაგობის თავმჯდომარემ გამგეობას ძველი ჭიშკრის შეცვლისა და კარის მონტაჟის თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, საჭირო იყო ეზოში არსებული ხის კიბეების რეაბილიტაცია.

რებილიტაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეზოს მდგომარეობა და ამ ეტაპზე იგი ადგილობრივებისთვის გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში.

,,ამიერიდან, ხანძთელის N18-ის ეზო გახდება უფრო ფუნქციონალური და ადაპტირებული მოსახლეობისთვის”, – წერს კრწანისის რაიონის გამგეობა.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *