04:12 💵 USD 2.61 💶 EUR 3.03 თბილისი დღეს — 18 აგვისტო · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისში ჰაერის ხარისხი საფრთხის ზღვარს სცდება — შენი ბათუმი

რამდენი ხანი არ იქნება თბილისში წვიმა – ატმოსფეროში გაზრდილი ნაწილაკების საფრთხე მოსახლეობისთვის

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში მიმდინარე კვირის ბოლომდე ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მეტეოროლოგები იუწყებიან.

დედაქალაქში, სადაც ავტომობილების გამონაბოლქვით და სხვადასხვა მშენებლობის გამო ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა ისედაც ნორმაზე მეტია, უნალექო ამინდი დამატებით საფრთხეებს ქმნის.

წვიმა ან თოვლი ჰაერს ამ მავნე ნაწილაკებისგან ასუფთავებს და ის მიწაზე ილექება. ასეთი ამინდის შედეგად კი, ნაწილაკები ჰაერში რჩება და ის ჩასუნთქვისას ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ზოგიერთი ნაწილაკი ადამიანის თმის ღერის სისქეზე 30-ჯერ მცირეა და არსებობს ამ ნაწილაკების არა მარტო ფილტვებში, არამედ სისხლში მოხვედრის საშიშროებაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დასახლებულ პუნქტში, განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებში, წვიმას და ქარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ატმოსფერულ ჰაერს ასუფთავებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *