პარასკევი, თებერვალი 7, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიფიროსმანის ქუჩა N29-ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფიროსმანის ქუჩა N29-ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„თბილისის განვითარების ფონდმა“ ფიროსმანის ქუჩა N29-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განიხილეს და აღინიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ისტორიული ძეგლია, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება.

„თბილისის განვითარების ფონდმა“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩა N29-ში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმიც მდებარეობს. შენობა, რომლის ფასადმა ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ნაგებობა ეკლექტიკური სტილის მატარებელია და მხატვრული გამომსახველობითა და პროპორციებით, ქუჩას ორგანულად ერწყმის.

პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდება: საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები; ფასადების აღდგენა-მოწესრიგება მათი პირვანდელი სახით; ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თითოეული ორნამენტი შენარჩუნებული იქნება. ეზოს ნაწილში არსებული ამორტიზებული და დაზიანებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდების პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება. ასევე, იგეგმება კომუნიკაციების, წყლისა და წყალარინების ქსელების, ელექტროსადენების მოწესრიგება, როგორც მიწის ქვეშ, ისე მიწის ზემოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობასაც ემსახურება.

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ 53 ბენეფიციარს  საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება და მათი უძრავი ქონების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 18 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ამ ქუჩის ვიზუალური იერსახე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. დედაქალაქის მერმა ასევე წარმოადგინა ვიზუალური მასალა, სადაც აჩვენებს, როგორ მიმდინარეობს შენობის ისტორიული სახის აღდგენა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ერიკეირა: ლისაბონთან მდებარე წყლისპირა კურორტი ბოჰემური შარმით

ერიკეირა: ლისაბონთან მდებარე წყლისპირა კურორტი ბოჰემური შარმით

5 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
რომელი ქალაქები უნდა მოვინახულოთ კარგი ღვინის დასალევად – 5 გამორჩეული ადგილი

რომელი ქალაქები უნდა მოვინახულოთ კარგი ღვინის დასალევად – 5 გამორჩეული ადგილი

7 თებერვალი 2025
ქართულ-ყაზახური ინვესტიციით, ფოთში ახალი საკონტეინერო ტერმინალი 2025 წლის აპრილში გაიხსნება

ქართულ-ყაზახური ინვესტიციით, ფოთში ახალი საკონტეინერო ტერმინალი 2025 წლის აპრილში გაიხსნება

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები