ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

„აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტმა ფარავს. რაც შეეხება პროექტს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად, მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში შიდა სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ოქტომბერში კი, ეს 36 ოჯახი შეძლებს, მოწესრიგებულ და გარემონტებულ სახლებში იცხოვროს. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შენობა ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობით. მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.

საცხოვრებელი სახლის ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, მე-7 სართულზე მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ლესვის სამუშაოები, გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები.

ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული  გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები