თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყობა კომფორტული გარემო როგორც სპორტული, ასევე გასართობი აქტივობებისთვის.
პროექტი მოიცავს პეკინის გამზირის N33, 35, 37 და 39ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ხუთ ჰექტარ ფართობზე განთავსდება რამდენიმე ზონა: სატრენაჟორო, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ასევე განახლდება საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები.
გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და 500-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. შენახვა და გამწვანება ასევე მოიცავს სრულად განახლებულ განათებასა და სარწყავ სისტემებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია, ხოლო მას კომპანია „მონოლითი 2005“ ახორციელებს. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი, რომლებიც პროექტს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავდნენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები