კვირა, იანვარი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ვაკის რაიონში, ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან მდებარე ტერიტორია მალე კეთილმოეწყობა.

თბილისის მერი, კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნულ სივრცეს კურიერები და სხვა სამუშაო ჯგუფები გამოიყენებენ დასასვენებლად, რადგან მათ დამღლელი სამუშაო და დიდხანს ქალაქში გადაადგილება უწევთ.

„ვაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებსა და უნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ყოველდღე ხდება კურიერების შეკრება. მათ საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობენ. ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან, იღებენ შეკვეთებს და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, იქვე არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე მოვაწყოთ გადახურული და კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ამ ახალგაზრდებს ნორმალური პირობები ექნებათ. შესაძლოა, დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რათა კურიერები ქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს ჩვენი მხრიდან მცირე ხელშეწყობა იქნება. მხედველობაში მაქვს ჯებირებს მიღმა, შიდა სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ავიაკომპანია Vision Air-მა კიშინევი–თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები