გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N3 ა-3ბ კორპუსებთან, 1,305 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სკვერის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ადგილზე შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე. ადგილზე მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე განთავსდება ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. პროექტში გათვალისწინებულია გარე განათებისა და სარწყავი სისტემების დამონტაჟება, გამწვანების სამუშაოები, ბალახის დაგება და ხე-მცენარეების დარგვა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368,704 ლარი დაიხარჯება. პროექტის დაწყების შესახებ ინფორმაცია გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები