შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები„დინამომ“ ლეგენდების მატჩში „აიაქსთან“ სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა

„დინამომ“ ლეგენდების მატჩში „აიაქსთან“ სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა

თბილისის „დინამომ“ 100 წლისთავთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩი „დინამოსა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს შორის გამართა.

მატჩის დასაწყისში ვეტერანმა ფეხბურთელმა, თასების თასის მფლობელმა ვლადიმერ გუცაევმა „დინამოსგან“ საჩუქრად საიუბილეო მაისური მიიღო. მოედანზე ვიხილეთ 70-80-იანი წლების ვეტერანი დინამოელები, რომლებმაც თასების მფლობელთა თასი გამოიტანეს. ბურთი თამაშში კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ შეიყვანა.

პირველი ტაიმი ნიდერლანდელმა ლეგენდებმა მოიგეს და 2:0 დაწინაურდნენ.

26-ე წუთზე ანგარიში რაიან ბაბელმა გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე რიკარდო ვან რიინმა გაზარდა.

მეორე ტაიმი დინამოელთათვის წარმატებულად დაიწყო: გიორგი დემეტრაძე საკუთარ საჯარიმოში მეკარემ წააქცია, ხოლო თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა – 1:2.

ათწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი მერებაშვილმა. ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა დააფიქსირა – 5:2 „დინამოს“ სასარგებლოდ.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის გამო, 17 მაისს, თბილისში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები