თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული 30-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ინსპექციის მიერ ჩატარებული ოპერაცია მიზნად ისახავდა სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ განთავსებული ნაგებობების აღმოფხვრას და ტერიტორიის გაწმენდას.
„აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები