ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის რომელ უბანში დაფიქსირდა ბინების ყველაზე მეტი გაყიდვა — რეიტინგი უბნების მიხედვით

თბილისის რომელ უბანში დაფიქსირდა ბინების ყველაზე მეტი გაყიდვა — რეიტინგი უბნების მიხედვით

„თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის იანვარში თბილისში ბინების გაყიდვების მეოთხედი დიდ დიღომზე მოდის.

იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები 6%-ით შემცირდა, ხოლო გასაყიდი ბინების საშუალო ღირებულება მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ჯამში, 2025 წლის იანვარში 2,796 ბინა გაიყიდა, ხოლო ტრანზაქციების საერთო ღირებულებამ $225 მილიონი შეადგინა. ბაზარზე ძველი ბინების გაყიდვების შემცირებამ კი შენელება გამოიწვია, რადგან ტრანზაქციების 74% სწორედ ძველი ბინების გაყიდვებზე მოდის.

რაც შეეხება უბნებს, 2025 წლის იანვარში თბილისში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, რაც საერთო ტრანზაქციების 25%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 16%-ით საბურთალო გავიდა.

უბანში

„თიბისი კაპიტალის“ ანალიზით, ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩუღურეთსა და გლდანში, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით. დიდუბე და კრწანისი კი ახალი ბინების გაყიდვებში თანაბარი წლიური ზრდით გამოირჩევა.

რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების ღირებულებას, იანვარში ყველაზე მაღალი მ²-ის საშუალო ფასი დაფიქსირდა მთაწმინდასა და ვაკეში, სადაც ფასი $1,800-ის ფარგლებში მერყეობდა. ორივე უბანში გაყიდული ბინების 60%-ზე მეტი მაღალი (> $1,500/მ²) საფასო სეგმენტის ბინებს ეკუთვნოდა.

უბანში

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად ზოგადი შენელებისა, ახალი ბინების გაყიდვების ზრდა და საკონკურსო უბნების დინამიკა მიუთითებს ბაზრის შენარჩუნებულ და ზოგიერთ უბანში გამაგრებულ მდგომარეობაზე.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ისურვებდით ვახშამს ზვიგენების ხედით? - სენსაციური რესტორანი, რომელიც პირდაპირი გაგებით ინდოეთის ოკეანეშია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები