თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ეს აქტივობა განსაკუთრებული მნიშვნელობით აღნიშნავს დროის შესაბამისობას, როდესაც მსოფლიო მთელი თვის განმავლობაში გამართავს სხვადასხვა ღონისძიებებს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. თბილისის ანძის განათება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხის მნიშვნელობას და შეგახსენებს მოქალაქეებს, რომ დროული სკრინინგი შესაძლოა მათი სიცოცხლე გადაარჩინოს.
როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა
„უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველ წელს, იანვარში თბილისის სატელევიზიო ანძას ზურმუხტისფრად ვანათებთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ, ჩვენ კი მათ გაუმჯობესებული სერვისებით ველოდებით. აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი შეიცვალა და PAP ტესტირებიდან, გადავიდა HPV ტესტირებაზე. ეს მეთოდი კიდევ უფრო მეტი ქალის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს”, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ.
ამჟამად, ქალებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი 25-დან 60 წლამდე ასაკში, რაც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება.
თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით, რათა მოქალაქეებს შეახსენოს მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის აუცილებლობა. სკრინინგზე ჩასაწერად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონზე 2 20 35 35.
ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ, წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები