„თბილისი ენერჯი“ თბილისის მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში დედაქალაქში 294,773 აბონენტი შემოწმდა, რომელთაგან 3,501 შემთხვევაში აღმოჩნდა ღია წვის კამერიანი, სიცოცხლისთვის საშიში გაზის დანადგარი. ყველა ამ ტიპის დანადგარი გაითიშა ქსელიდან ან მთლიანად დემონტაჟდა.
თბილისი ენერჯის განცხადებით, მთავარი გამოწვევა კვლავ მოუწესრიგებელი შიდა ქსელია, რაც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის როგორც მაცხოვრებლების უსაფრთხოებას, ასევე ტექნიკურ სტაბილურობას.
ყველაზე მაღალი რისკის მქონე უბნები, სადაც ყველაზე მეტი საშიში დანადგარი გამოვლინდა:
ისანი-სამგორი-ვაზისუბანი — 1,349 შემთხვევა
გლდანი-სანზონა-თემქა — 797 შემთხვევა
მთაწმინდა-კრწანისი — 547 შემთხვევა
კომპანიის მონაცემებით, **2024 წელს თბილისში CO (ნახშირჟანგით) მოწამვლის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა არასწორად დამონტაჟებულ და ექსპლუატირებულ ღია წვის კამერიან გაზის გამათბობლებს.
„თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ – დაიცავით გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები. არ დაამონტაჟოთ თვითნებურად და არ მოიხმაროთ ღია კამერიანი გაზის დანადგარები. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ 114 (თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახური)“, – ნათქვამია განცხადებაში.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები