სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება

თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დევნილებისთვის 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარს შეადგენს. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 11 860 000 ლარია.

“პირველ ეტაპზე, 4 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდება, სადაც გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა. მომდევნო ეტაპზე, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი აქვთ შევსებული. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  „დინამომ“ ლეგენდების მატჩში „აიაქსთან“ სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები