თბილისში დევნილებისთვის 11 კორპუსის მშენებლობის შესახებ გავრცელებული მითები და რეალური ფაქტები. რას ნიშნავს 2026 წლის ვადა და რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი ქალაქისთვის.

თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, დევნილებისთვის 11 კორპუსი შენდება, სადაც ბინას 2 426 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ. პროექტის ბიუჯეტი 243 613 670 ლარს შეადგენს. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 11 860 000 ლარია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“პირველ ეტაპზე, 4 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდება, სადაც გარემონტებული ბინები ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ 900-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის შესაბამისად განიხილა. მომდევნო ეტაპზე, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, რომლებსაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი აქვთ შევსებული. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში დევნილებისთვის განკუთვნილი 11 კორპუსის მშენებლობის დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network