დღეს „დინამო არენაზე“ ლეგენდების სერიის მორიგი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს თბილისის „დინამოსა“ და „აიაქსის“ ლეგენდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრაში მონაწილეობას გუნდების ლეგენდარული მოთამაშეები მიიღებენ.
გაიმართა წინასამატჩო პრესკონფერენცია, რომელსაც გუნდების მწვრთნელები და მოთამაშეები ესწრებოდნენ და საკუთარ შანსებზე ისაუბრეს. შეხვედრა თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მეტოქეთა რიგებში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ.
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრა. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება „დინამო არენაზე” 19:00 საათზე დაიწყება.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




