2024 წლის ბოლო კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასები განსაკუთრებულად გაიზარდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) წინა კვარტალთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ზრდა 10.4%-ს შეადგინა, რაც მკაფიოდ აჩვენებს უძრავი ქონების ბაზრის დინამიკას დედაქალაქში.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ფასების ინდექსი 54.3%-ით გაიზარდა, რაც მოწმობს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები საგრძნობლად მომატებულია. ფასების ცვლილება მხოლოდ ახალ საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებზე ვრცელდება.
2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ბინების ფასები 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების ფასებმა 6.7%-ით განიცადა ზრდა. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ორივე სეგმენტში ფასების ზრდა გაცილებით მაღალია: ბინებზე 9.8%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3%-ით.
ფასების მატება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ეკონომიკური ტენდენციები, ინფლაციის ზრდა, სამშენებლო მასალების გაძვირება და სოციალური მოთხოვნა. განსაკუთრებით სახლების ფასების ზრდა აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც ქართველ მომხმარებლებს ეშინიათ რისკის გაზრდის ფაქტორების და ბევრი მათგანი საკუთარ საცხოვრებლად ეძებს ახალ ბინას ან კერძო სახლს.
მიუხედავად იმისა, რომ ბინის გაძვირება და დაკერძო სახლის ფასების ზრდა ერთმანეთთან დაკავშირებულია, კერძო სახლების სეგმენტი ბოლო პერიოდში უფრო დინამიკურია, რადგან მომხმარებლებს ხშირად უფრო მაღალი კომფორტი და სივრცე სჭირდებათ, რაც ამ ტიპის უძრავი ქონების პოპულარობას ზრდის.
მიმდინარე წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ არაპროგნოზირებადი იქნება, თუმცა, მიმდინარე ტენდენციებით, შესაძლებელია, რომ ფასი კიდევ გაიზარდოს, განსაკუთრებით თუ მოთხოვნა არ დაიკლებს, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ დააკმაყოფილებს ქალაქის მზარდ მოსახლეობას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები