პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ.ა. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები