თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე ერთ-ერთი პირი დააკავეს — ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს. მას 1998 წელს დაბადებული ბ.ო.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის შედეგად წაიქცა და თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა ი.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია