პარასკევი, დეკემბერი 19, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში, სამგორის რაიონში 11 200 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — ,,თბილისი ენერჯი”

თბილისში, სამგორის რაიონში 11 200 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — ,,თბილისი ენერჯი”

,,თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო 11 200 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. კომპანია აცხადებს, რომ მათი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რათა მომხმარებლებს გაზის მოწოდება ეტაპობრივად აღუდგეთ.

“დილის 10 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება სამგორის რაიონში მცხოვრებ 11 200 აბონენტს. გთხოვთ, შეამოწმეთ და გადაკეტეთ გაზის ონკანები, რომ ხელი არ შეუშალოთ ბუნებრივი გაზის ჩართვის პროცესს თქვენს საცხოვრებელ კორპუსში. კომპანიის გაზსადენი მიწისქვეშა სამუშაოების დროს გუშინ ღამე დაგვიზიანეს, რის გამოც გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა სამგორის რაიონში მცხოვრებ 11 200 აბონენტს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ავარიის ადგილზე”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  „თბილისი ცენტრალი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ობიექტია და თუ ადრე დღიურად მას 20-25 ათასი ადამიანი სტუმრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 15-20%-ით არის შემცირებული“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები