თბილისში კიდევ ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწის — რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებლის, იოსებ ჟორდანიას სახელობის სკვერი ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-7 კვარტალში გაიხსნა. გახსნის ცერემონია სიმბოლურად გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს.
ინიციატივა თბილისის საკრებულოს 2025 წლის 28 იანვარს წარედგინა და მხარდაჭერა 300-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელს — მათ შორის იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის თანამშრომლებმა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ იოსებ ჟორდანიას ცხოვრება მთლიანად დაკავშირებული იყო ბავშვებთან და სწორედ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იხსნება მისი სახელობის სკვერი. მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანების ღვაწლი არ დარჩეს დაუფასებელი და მიხარია, რომ იოსებ ჟორდანიას სახელის უკვდავსაყოფად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა თბილისის საკრებულოს მხრიდან“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.
ღონისძიების ფარგლებში სკვერში სიმბოლურად დაირგო ხეც — პატივისცემის ნიშნად იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს სამედიცინო და რეპროდუქციულ სფეროში.
ვინ იყო იოსებ ჟორდანია?
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- რეპროდუქციული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში
- 1958 წელს დააარსა ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
- 1962 წელს, ბრაზილიიდან დაბრუნებისას, ტრაგიკულად დაიღუპა თვითმფრინავის კატასტროფისას, როცა ბავშვის გადარჩენას ცდილობდა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




