სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება

თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება

დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე. მისივე განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და
ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.

„ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსე ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კითხვის გაგრძელება

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  Earth, Wind & Fire Experience by Al McKay-ის კონცერტი ფილარმონიაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები