22 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება, — ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს. შეზღუდვა დაკავშირებულია ტექნიკურ სამუშაოებთან, რომლებიც წყლის მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.
წყლის მიწოდების შეზღუდვა კრწანისის რაიონში:
დრო: 22 მაისი, 22:00 — 23 მაისი, 08:00
მისამართები:
- ვახტანგ გორგასლის ქუჩა: N41–81 (კენტები), N6–28 (ლუწები)
(მათ შორის: პროკურატურა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები) - გიორგი გურამიშვილის ქ. და გურამიშვილის 1 შესახვევი
- გია გულუას ქ. N10 (შინაგან საქმეთა სამინისტრო)
- ორთაჭალის ქ. N1–5 (კენტები), N2–6 (ლუწები)
წყლის მიწოდების შეზღუდვა საბურთალოს რაიონში:
დრო: 22 მაისი, 23:00 — 23 მაისი, 08:00
მისამართები:
- საირმის ქ.
- ალექსანდრე ცაგარელის ქ.
- ბურძგლას ქ.
- გიორგი ტატიშვილის ქ.
- საირმის გორა
- მიცკევიჩის ქ. N1, 12, 14, 16, 18 კორპუსები
GWP მოუწოდებს მოქალაქეებს წინასწარ მოიმარაგონ წყალი და ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




