სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებილარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შემოსვლიდან 30 წელი სრულდება. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო დონის კონფერენციას, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის ფინანსური სექტორის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება იმართება საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით და ეძღვნება ლარის საიუბილეო წელს. კონფერენციის სახელწოდებაა: „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“.

კონფერენციას დაესწრებიან ბელგიის, ისლანდიის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ინდოეთის, ისრაელის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

მოწვეული სტუმრების შორის იქნებიან:

  • სორბონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორები
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი
  • ბიზნესის გლობალური მოთამაშეები: Gojo & Company, Ant International, The Global Finance & Technology Network

კონფერენციის გახსნას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ხოლო მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.

პანელური დისკუსიების მთავარი თემებია:

  • გლობალური ფინანსური სისტემის მომავალი
  • ცენტრალური ბანკების როლი
  • რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა
  • ინოვაციები და ციფრული ფინანსების განვითარების ტენდენციები

ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს:

  • საკოლექციო მონეტებისა და ბანკნოტების გამოშვებას
  • ფულისა და ლარის კატალოგების პრეზენტაციას
  • განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემას
  • საგანმანათლებლო აქტივობებს საქართველოს მასშტაბით

ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს შევიდა და 2 ოქტომბრიდან გახდა ქვეყნის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისში გოლიათი ბავშვი დაიბადა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები