ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიპროგრამის "ისწავლე და დასაქმდის" ახალი ეტაპი იწყება

პროგრამის “ისწავლე და დასაქმდის” ახალი ეტაპი იწყება

თბილისის მერია პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს იწყებს, რომელიც პროფესიული გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს 31 მარტამდე აქვთ დრო, პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, რათა მიიღონ უფასო პროფესიული ტრენინგები.

„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას სხვადასხვა სფეროში. პროგრამა მოიცავს სასწავლო მიმართულებებს, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია დაეხმარება კურსის დამთავრების შემდეგ, მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

„აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებილია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, – განაცხადა მერმა.

პროგრამის ფარგლებში, პროფესიული გადამზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში, მათ შორის მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.

მიმდინარე წელს პროგრამა დაიმატებს 10 ახალ კურსს, მათ შორის ბრენდდიზაინის, ინტერიერის დიზაინის, კიბერუსაფრთხოების, ადამიანური რესურსების მართვის, IT პროექტების მართვისა და სხვა სფეროების შესწავლას.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

8 საუკეთესო ადგილი ნეპალში

12 March, 2025
“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

“კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვა რეკომენდებულს ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება” – მიხეილ სარჯველაძე

მარტი 12, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

როგორ ვაძლევთ კვებას? – როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს გაზაფხულზე

მარტი 12, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

„ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია“

მარტი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო

მარტი 11, 2025
ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

ჭინჭრის ნიღაბი თმისთვის

მარტი 12, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება

მარტი 12, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები