თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება. თანამშრომელს, რომელიც დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაღში მუშაობს, ხელფასი 125 ლარით გაეზრდება. ეს ზრდა შედის მთავრობის მიერ დაგეგმილ 10%-იან ზრდაში, რაც ასევე შეეხება საჯარო სამსახურების თანამშრომლებს.
გრანტის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 25%-ით გაიზრდება, რაც ბოლო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ცვლილებებს საბავშვო ბაღების სფეროში თან ახლავს ინფრასტრუქტურული განვითარებაც. 2024 წელს, თბილისის მასშტაბით, ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა, ორი ბაღი კი მთლიანად აღდგენილი იქნა. ამასთან, დედაქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შორის შვიდი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც შედის.
#drpkhakadze #davidiani #shenitbilisi
მასალის გამოყენების პირობები