სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში მდებარე საშაურმე „სთრით ფუდ 125“-ში (მისამართი: მტკვრის ქუჩა N1) სალმონელა აღმოაჩინეს. ინფექციური მიკროორგანიზმის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდა ყველა აღებულ ნიმუშში.
შემოწმება სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა და პროცედურის ფარგლებში აიღო 5 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. როგორც გაირკვა, ყველა მათგანში დაფიქსირდა სალმონელას ბაქტერია — ჯანმრთელობისთვის საშიში პათოგენური მიკროორგანიზმი.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ობიექტში ასევე კრიტიკული შეუსაბამობებიც გამოვლინდა, რის საფუძველზეც „სთრით ფუდ 125“ დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდა — შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
მიკვლევადობის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ხორცის მომწოდებელი კომპანია, რომელიც საშაურმეს ამარაგებდა. ამ ეტაპზე უკვე აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, ხოლო მათი ლაბორატორიული შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ კვების ობიექტების სისუფთავესა და სანიტარიულ პირობებს, ხოლო დარღვევების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელი ხაზს – 15 10.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია