შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 2007 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესხებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.
,,საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში,  ბრალდებულის პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის  ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული   ნარკოტიკული საშუალება  „მეთადონი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს”, — აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




 
                                    