ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები17 თებერვალს სემეკ-ში "თბილისი ენერჯის" საჯარო მოსმენა გაიმართება

17 თებერვალს სემეკ-ში “თბილისი ენერჯის” საჯარო მოსმენა გაიმართება

სემეკ-მა განაცხადა, რომ 17 თებერვალს საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დაესწროს “თბილისი ენერჯის” საჯარო მოსმენას. მოსმენის ჩატარება მოქალაქეთა პრეტენზიებზე დაფუძნდა, რომლებიც დაკავშირებულია 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანებასთან. დაზიანების შედეგად 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს.

„შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო 9 თებერვლიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა 150 000 აბონენტს. კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების შედეგად ამ დრომდე გაზმომარაგება აღუდგა გათიშული აბონენტების 70%-ს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტების დარჩენილი ნაწილის გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება. 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. გაზის მიწოდების აღდგენასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების დროული ინფორმირებულობის შესახებ მოქალაქეთა მხრიდან სხვადასხვა პლატფორმაზე (ქოლცენტრი, სოც.ქსელები) დაფიქსირებული პრეტენზიებიდან გამომდინარე, სემეკ-ში 17 თებერვალს გაიმართება შპს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  12 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება! – ვის შეეხება შეზღუდვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები