ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის საბაგირო გზა დროებით შეაჩერებს მუშაობას – რა...

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის საბაგირო გზა დროებით შეაჩერებს მუშაობას – რა უნდა იცოდეთ

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით გათიშულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2-დან 5 ივნისის ჩათვლით საბაგირო მგზავრებს ვერ მოემსახურება.

შეზღუდვა უკავშირდება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს. აღნიშნული პროცედურები აუცილებელია საბაგირო სისტემის უსაფრთხოებისა და გამართულობის შესანარჩუნებლად.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 2–5 ივნისს დაგეგმილია შემდეგი ტექნიკური პროცესები:

  • მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციური დეფექტოსკოპიური კვლევა
  • ბაგირების ჩამაგრების ქუროების შემოწმება
  • საბაგირო სისტემის ტექნიკური ინსპექტირება აკრედიტებული ორგანოს მიერ
  • საევაკუაციო სწავლება მომსახურე პერსონალისთვის

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, შეზღუდვის პერიოდში ალტერნატიული მარშრუტები გამოიყენონ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ისტორიული მატჩი თბილისში — 5 ივლისს საქართველო ირლანდიას საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები