ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები„ჯორჯიან ეარვეისი“ - 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია,...

„ჯორჯიან ეარვეისი“ – 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია.

„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებმაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი შეიძინეს, მისი გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

„გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  "უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები" -მტკვარში დაღუპული ახალგაზრდის მეუღლე, ქმართან შეხვედრის უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები