თბილისში, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა საიუბილეო საღამო, რომელიც გამოჩენილ ქართველ მსახიობს კახი კავსაძეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე მსახიობის შემოქმედება და სიცოცხლის გზა გაიხსენეს რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორმა რობერტ სტურუამ, კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.

საღამოს მოდერაციას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძეუძღვებოდნენ.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობდნენ:
- რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები;
- საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“;
- ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“;
- დავით მაზანაშვილის ბენდი;
- თეატრალური სივრცე „თოჯინების სახლი“ ნიკოლოზ საბაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძეცესწრებოდა.
საიუბილეო საღამო კიდევ ერთხელ წარმოადგენდა კახი კავსაძის გამორჩეული შემოქმედებითი მემკვიდრეობისა და ქართული თეატრის ისტორიის ღირსეულ აღნიშვნას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




