ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები15-მილიონიანი პროექტი დასრულდა — ნახე, როგორ გამოიყურება ახალი გვირაბი ვაკეში

15-მილიონიანი პროექტი დასრულდა — ნახე, როგორ გამოიყურება ახალი გვირაბი ვაკეში

თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა — უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის ახალი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა.

ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ.

გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და შავიშვილის ქუჩის გავლით უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. გზის სავალ ნაწილში ორგანიზებულია ორმხრივი მოძრაობა — თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

  • პანდუსების, ტროტუარების, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემების მოწყობა
  • შიდა და გარე LED განათების დამონტაჟება
  • რკინაბეტონის ფერდსამაგრი კედლების აშენება
  • შავიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება
  • ელექტროსადენების მიწისქვეშ განთავსება
  • გზის საფარის, შუქნიშნების, საგზაო ნიშნებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა
  • ინფრასტრუქტურის ადაპტაცია შშმ პირებისთვის
  • გამწვანება გვირაბის მიმდებარედ

პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა და მისი მიზანია დედაქალაქში გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესება, გზის დატვირთულობის შემცირება და ვაკე-საბურთალოს დაკავშირება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით.

როგორც მერიაში აცხადებენ, გვირაბის თავზე მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა და ე.წ. მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზის მოწყობა ივნისის დასაწყისში დასრულდება.

ახალი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს და სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ჩვენ შეგახედებთ სახლში, სადაც ჰემინგუეიმ "მოხუცი და ზღვა" დაწერა - დიდი ადამიანების სახლები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები