შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განხორციელებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა. დაკავებულები ბრალდებულნი არიან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, ისრაელისა და ეგვიპტის მოქალაქეები. კონკრეტულად კი, დაკავებულები არიან: ა.თ. (1971), ი.შ. (1999), დ.მ. (1978), ა.ზ. (2001), ო.მ. (1998), ა.ნ. (1993) და გ.ა. (1992).
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „კოკაინი“, „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „კოდეინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები: ელექტრონული სასწორები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია